weather cur horoscope tv
ნოემბერი 03, 2024

არსებული ინფორმაციით, მიკროსაფინანსოში მძევლად 9 ადამიანი აიყვანეს – სირაძე

17:56 პარასკევი, 20 ნოემბერი 2020

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლად 9 ადამიანი აიყვანა.

ყაჩაღური თავდასხმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სის“ ფილიალზე მოხდა.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 მძევალია და ერთი შეიარაღებული პირი. დაწყებულია გამოძიება“, – განაცხადა სირაძემ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის უფროსის, ამ ეტაპისთვის არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, რითია შეიარაღებული თავდამსხმელი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას. ადგილზე პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იმყოფებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]